უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ივლისი, 2017 14:55
font-size

ყურადღება გაამახვილეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებზე - ომბუდსმენის ანგარიში გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ანგარიში წარუდგინა, სადაც მოითხოვა, რომ იყოს გამახვილებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე. ომბუდსმენის მიმართვის მიხედვით, აღნიშნული დარღვევების გამო პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს.

ანგარიშში მიმოხილულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ჩაგვრის ფაქტები, მაგალითად, მშობლიურ ენაზე განათლებისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ან საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევები.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 93-ე სესიაზე რუსეთის ფედერაციის მოსმენისათვის ალტერნატიული ანგარიში წარადგინა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს მიმოიხილავს.

დოკუმენტის მიზანია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ყურადღება მიაპყროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს.

ანგარიში მიმოიხილავს 2013 წლიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით აფხაზეთსა ცხინვალის რეგიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობას, იქ მცხოვრები სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა დოკუმენტაციის საკითხი გალისა და ახალგორის რაიონის მკვიდრთათვის, გამყოფ ხაზზე გადაადგილების შეზღუდვა და დაკავებების ფაქტები რუსეთის სამხედრო ბაზებზე. ანგარიშში ხაზგასმულია საკუთრების უფლების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლებისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები, რომლებიც ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას ეხებათ.

აღნიშნული უფლებების დარღვევაზე და დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას. საქართველოს სახალხო დამცველი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ასევე სთავაზობს რეკომენდაციებს რუსეთისადმი წარსადგენად.

რუსეთის ფედერაციის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის შესრულებას კომიტეტი მიმდინარე წლის 3 და 4 აგვისტოს განიხილავს“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი