პოლიტიკა
კულახმეტოვი სამხედრო დამნაშავეა - ირაკლი სესიაშვილი რუსეთის ახალ ელჩზე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩის თანამდებობაზე მარატ კულახმეტოვის დანიშვნა შეაფასა.
სესიაშვილის განცხადებით, კულახმეტოვი სამხედო დამნაშავეა, რადგან საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
„ამასთანავე, ეს რეალური სახეა ოკუპანტის - რუსეთის, რომელიც ისეთ პირს ნიშნავს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობას უშუალოდ იღებდა და ჩვენს ქვეყანას ებრძოდა. ის არის პირი, რომელიც ჩემთვის სამხედრო დამნაშავეა და ასეთ პირს ე.წ. ელჩად რომ ნიშნავ, თავისთავად, ოკუპაციასთან და საერთაშორისო სამართლის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ადვილად აღსაქმელი და გასაგებია“, - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით მან ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა. კულახმეტოვმ ამ პოსტზე ელბრუს კარგიევი შეცვალა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


