სამართალი
კუკავა-ლორთქიფანიძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
გლდანის საარჩევნო ოლქში ხმების გადათვლის თაობაზე საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე, ნათია ბუსკაძემ სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა დააკისრა.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის კახა კუკავას თანაპარტიელი თენგიზ ომანაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისი შეფასებით, სასამართლო ჩართულია არჩევნების გაყალბების პროცესში.
როგორც ომანაძემ აღნიშნა, მათი სარჩელის მთავარი მიზეზი ორი გარემოება იყო, პირველ, როდესაც გლდანის ორ საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლისას აღმოჩდა, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ ამომრჩეველთა ხმები აკლდა და მეორე შემთხვევაში, ოქმები გადასწორებული იყო.
აღსანიშნავია, რომ კუკავას თანაპარტიელებს, ქვეყნის მასშტაბით, 12 საარჩევნო ოლქში ჰქონდათ საჩივარი შეტანილი, თუმცა ის არცერთ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


