სამართალი
კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა - ირაკლი შოთაძე
კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შესახებ გავრცელდება განცხადება.
„ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გუშაგი მოქმედებდა შიდა ინსტრუქციებით და შიდა ბრძანებების ფარგლებში. დანარჩენს რაც შეეხება, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შესახებ გავრცელდება განცხადება“, - განაცხადა შოთაძემ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის, გიორგი შენგელიას ცხედარი აღმოაჩინეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


