სამართალი
კრწანისის ბაზაზე მოკლული პირის ახლობლები გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან
გუშინ კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე ლიკვიდირებული 23 წლის გიგა შენგელიას ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ შენგელია ბაზის ტერიტორიაზე თავდასხმის მიზნით შეიჭრა და იყო შეიარაღებული.
როგორც მოკლულის ოჯახის წევრებმა რუსთავი2-ს განუცხადეს, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
,,ეს იყო უაღრესად პატიოსანი ბავშვი, არანაირი იარაღი მას არასდროს არ ჰქონია; ყველაფერი ტყუილია რასაც აცხადებენ, დანაც არ ჩაუდევს არასდროს ჯიბეში“, - აცხადებენ დაღუპულის ახლობლები.
გიგა შენგელიას ახლობლები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მოკლულის ძმა ,,კრწანისის“ ბაზაზე მსახურობდა.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ზუგდიდში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.
გამოძიების ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე სამი უცნობი პირი შეიჭრა, რომლებიც არც გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას დაემორჩილნენ და არც ჰაერში გამაფრთხილებელი გახროლის შემდეგ არ დატოვეს ტერიტორია, რის შემდეგაც გუშაგმა მათი მისამართით გაისროლა. ადგილზე მისულმა სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა ბაზაზე გვამი აღმოაჩინეს, ასევე, გამოძიების ინფორმაციით, აღმოჩენილი იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა მტკიცებულებები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
მარი ნამგალაძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


