უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 დეკემბერი, 2016 18:40
font-size

ყრილობის შემდეგ ორ ახალ პარტიას მივიღებთ - გია ნოდია

„ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებას პოლიტოლოგი გია ნოდია "ფეისბუქით" ეხმიანება და წერს:

„ნაციონალებში“ მიმდინარე განხეთქილების ერთ-ერთი თემაა დამნაშავის ძიება: ვისი ბრალია თავად ეს განხეთქილება? სინამდვილეში რომელი მხარე ანგრევს პარტიას?

ხოდა, რის მიხედვით გავარჩიოთ მტყუან-მართალი?

მარტივი ტესტია. ყრილობებს შორის პერიოდში პარტიას წარმოადგენს და მმართველობით გადაწყვეტილებებს იღებს კონკრეტული ორგანო, პოლიტსაბჭო. ვინც პოლიტსაბჭოს, როგორც ასეთს, ებრძვის (და არა მის ცალკეულ წევრებს), მის მუშაობას შეუძლებელს ხდის, ის ერჩის პარტიას, როგორც ორგანიზაციას. არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია.

ვისთვისაც მიშა და პარტია აპრიორი ერთია, ვისი ერთადერთი არგუმენტია „მიშას გარეშე სად იქნებოდით“, ამას ვერ გაიგებს და მათ დარწმუნებას არც ვცდილობ. ისიც ვიცი, საქმეს ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, აღარ ეშველება (რაც ძალიან სამწუხაროა). ყრილობის შემდეგ ორ ახალ პარტიას მივიღებთ, რომელთგან ერთი ძველი პარტიის ლეგალურ სახელწოდებას და ბეჭედს დაეუფლება და მეორეს ეტყვის: რა განხეთქილება, რის განხეთქილება, რამდენიმე აბეზარი ადამიანი გამოგვეყოო. მაგრამ ეგდოს ეს პოსტიც, სიმართლე ხომ უნდა ითქვას." წერს გია ნოდია.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი