უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

კრემლის პროპაგანდისტული არხ „რასიას“ წამყვანის სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაფარა

რუსეთის სახელმწიფო არხ „რასიას“ ტელეწამყვანი, ანდრეი მალახოვი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. მათ თბილისი წუხელ დატოვეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, მალახოვი საქართველოში ჩამოვიდა გადაცემა „შვებულება ანდრეი მოლოხოვთან ერთად“ გადასაღებად, რომელიც საქართველოს შესახებ იქნება მომზადებული.

როგორც რუსთავი 2 იუწყება, რუსი წამყვანი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, სასტუმრო ბილტმორში იყო დაბინავებული. მისივე ინფორმაციით, მალახოვი შატო მუხრანში იმყოფებოდა, ასევე დაესწრო სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრში.

უწყებამ დაადასტურა, რომ მალახოვის სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დააფინანსა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა და ჯემ ფესტის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ, ჩოგოვაძის უწყების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ჩოგოვაძე კორუფციაში დაადანაშაულა.

„მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენს საზღვრებს წევს, იტაცებს ჩვენს მიწებს, ჩვენს მოქალაქეებს, მავთულხლართებს გადმოწევას, საოკუპაციო პოლიტიკას აწარმოებს. ამ დროს ქართული ბიუჯეტის თანხები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გადის საეჭვო არხებითა და გზებით რუსეთში. იხარჯება, ვითომდა, სარეკლამო კამპანიების შესასყიდლად მილიონი და ათეულობით მილიონი ლარი, სინამდვილეში ეს ფული მიდის იმ კომპანიებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ხელმძღვანელობას, ამ შემთხვევაში გიორგი ჩოგოვაძეს უნაწილებენ ამ თანხას ე.წ. ატკატების სახით. ამის შესახებ კარგად იციან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში. ერთი თვის განმავლობაში დაატარებენ ამ ბატონს დაკითხვებზე და თაროზე უევთ მისი ნავაჟკაცარი საქმეები. მაშინ კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი მფარველობდნენ მას და არ დაიჭირეს. ახლა რა უშლით ხელს?“, -თქვა სიგუამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი