უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 აგვისტო, 2017 12:10
font-size

კრემლის მისამართით გამოთქმული გზავნილი შთამბეჭდავი მესიჯია ყველასთვის, ვინც რუსეთის ზეწოლას განიცდის - ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას შეფასებით მაიკლ პენსის ვიზიტი, ძალაიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია.

მისივე შეფასებით, მაიკ პენსის მიერ მოსკოვის მისამართით გამოთქმული ხმამაღალი გზავნილი, ყველასთვის შთამბეჭდავი მესიჯია, ვინც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის.

„განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი ცხოვრებისა და სამშვიდობო მოლაპარაკების არეალს, ევროპული ტურნეს ფარგლებში კრემლის მისამართით გამოთქმული ხმამაღალი გზავნილი შთამბეჭდავი მესიჯია ყველასთვის, ვინც გამუდმებით განიცდის რუსეთის ზეწოლას“,-აღნიშნავს ვახტანგ ყოლბაია.

მისივე თქმით, ყოვლისმომცველი იყო სიტყვები იმის შესახებ, რომ ამერიკა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიზნით ახალი გზების მოძიების პროცესს განაგრძობს.

„აფხაზეთის მთავრობისა და მთელი დევნილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სიტყვები-„დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს“.

გულგრილად შეუძლებელია მოისმინო მაიკ პენსის გულითადი სიტყვები საქართველოს მისამართით: „გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი. პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია. ძალა ერთობაშია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და საქართველო“. როდესაც ამას მთელი მსოფლიოს გასაგონად, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი აცხადებს, მერწმუნეთ, ჩვეულებრივად ვერ აღიქვამ. ამას უკვე სხვა მნიშვნელობა ენიჭება, რაც ხვალინდელ იმედს და ჩვენს მომავალს უკავშირდება. ამავე დროს, ეს არის პასუხი კრემლის იმ ქმედებაზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს“-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი