სამართალი
კრასნოდართან სახლების ძარცვის ფაქტზე საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის ქალაქ კრასნოდართან, დაბა ელიზავეტინსკაიაში სამართალდამცველებმა სახლების ორი მძარცველი, საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქე დააკავეს.
კრასნოდარის პოლიციის ინფორმაციით, თანამზრახველები საზაფხულო აგარაკებიდან ელექტროპლიტებს, „დრელებს“, და სხვა საყოფაცხოვრებო დანადგარებს იპარავდნენ.
სააგენტო Комсомольская Правда სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქე 44 წლის მამაკაცია, თუმცა მისი სახელი და გვარი არ ვრცელდება. რაც შეეხება მეორე მძარცველს, პოლიციაში მის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 158 მუხლის მეორე მუხლით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებს მოპარულის ნაწილი დაუბრუნდათ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


