საზოგადოება
კოვიდი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში - ამირან გამყრელიძე
“კოვიდი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, სად და როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში არავინ იცის”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. 1 გახლავთ საკარანტინო სივრციდან, ეთნიკურად ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე, რომელიც ლარსიდან შემოვიდა. იცით, რომ ყველა შემოსული ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს, კარანტინში განვითარდა სიმპტომები და დადგინდა კოვიდინფექცია. დანარჩენმა ხუთმა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით, ხუთიდან ერთის წყარო გარკვეულად დადგენილია, დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, ხოლო დანარჩენ ოთხზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, მიმდინარეობს მეორადი, მესამედი კონტაქტების ძიება. მათი ნიმუშების აღება და ტესტირება.დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ 4 შემთხვევაზეც გავალთ, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა ეს შემთხვევები შემაშფოთებელია იმ თვალსაზრისით, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში.
ამ შემსუბუქების ფონზე თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა, მაშინ შესაძლებელია, რომ ჩვენ დავდგეთ გარკვეული რისკების წინაშე. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ნუ შეგვექმნება ილუზია და ნუ შევქმნით ამ ილუზიას ქვეყანაში, რომ ჩვენ კოვიდი უკვე დავამარცხეთ. არა ბატონებო, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, საქართველო ნაწილია ამ სამყაროსი, ამიტომ კოვიდი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, სად და როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში არავინ იცის. შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნა აუცილებელია, ჩვენ კარგად უნდა დავიცვათ ბალანსი", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


