პოლიტიკა
ყოველთვის ცდილობდნენ ან ჩემი ან ზაზას პროვოკაციაზე წამოგებას - თემირლან მაჩალიკაშვილი
პანკისის ხეობაში სუს-ის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სამართალდამცველები მისი და ზაზა სარალიძის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდნენ.
ზაზა სარალიძის დაკავების კომენტირებისას მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ აქციები რუსთაველის გამზირზე გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ სარალიძის გასათავისუფლებლად.
„ეს გრძელდება პირველი დღიდან, 10 სექტემბრიდან, ყოველთვის ცდილობდნენ ან ჩემი ან ზაზას პროვოკაციაზე წამოგებას. ყოველდღე ხდებოდა, დღეში 2-3-ჯერაც ხდებოდა.
შეზღუდული გვქონდა ყველანაირი, ცოტათი მაინც, ადამიანურად გვეგრძნო, იმ პარლამენტის წინ ამ წვიმაში, ამ სიცივეში, რაღაც პალატკისმაგვარი, ან ცელოფანისმაგვარი შემოგვეკრა გარშემო, რომ არ დავსველებულიყავით, გვზღუდავდნენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზაზა იქნას გათავისუფლებული, აქციები გაგრძელდება, აქციები არ შეწყდება. აქციები თავისას გააკეთებს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შსს-ის ინფორმაციით, ის პოლიციელებთან დაპირისპირების გამო დააკავეს. სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, რის საშაულებას პოლიცია არ აძლევდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სარალიძე პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს, მაგრამ ის შეუძლოდ გახადა, რის გამო მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


