პოლიტიკა
ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ - ანდჟეი დუდა
ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე.
ანდჟეი დუდა საქართველოში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მხარეებმა რუსული აგრესიის, რეგიონის უსაფრთხოებისა და ნატო-ს მოახლოებული სამიტის სამზადისის შესახებაც იმსჯელეს და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული მოქმედების საკითხები განიხილეს.
„საქართველო აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”, – აღნიშნა შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში პოლონეთის ძლიერი ხმა და მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსთვის და პრეზიდენტ დუდას ვიზიტი, საქართველოსთვის ამ ისტორიული მნიშვნელობის მომენტში, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობებისა და სოლიდარობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე დაპატიჟებისათვის და აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია: „ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ!” – განაცხადა ანდჟეი დუდამ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს ისტორიული მეგობრობა აკავშირებით, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს, აგვისტოს ომის დროს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის როლს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებაში.
მხარეებმა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ და სექტორული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 27%-ით გაიზარდა, ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ხანგრძლივი, თბილი და მეგობრული კავშირები გვაძლევს მყარ საფუძველს ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


