სამართალი
კოსნტიტუციაში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც მაუწყებელს პოლიტიკური გავლენებისგან ათავისუფლებს - ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტები, მესამე სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიას ინიციატივით მიმართავს, რომ კონსტიტუციაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ცალკე ჩანაწერი გაჩნდეს.
როგორც საკითხის კომენტირებისას კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, მოქალაქეები კონსტიტუციის დონეზე უნდა ფლობდნენ უფლებას, რომ ჰქონდეთ პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან თავისუფალი ტელევიზია.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს კონსტიტუციური ჩანაწერი. კონსტიტუციურ დონეზე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეთა უფლება გარანტირებული, რომ ჰქოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავისუფალი იქნება სახელმწიფო და კომერციული გავლენებისგან და რომელიც დააკმაყოფილებს კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესს, მიუხედავად იმისა, თუ რა ზომის ჯგუფს აწუხებს ის“,-აღნიშნა მენაბდემ.
ლეიბორისტული პარტიის წევრის გიორგი გუგავას თქმით, კი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის საკითხს კონსტიტუციური ჩანაწერი ვერ უშველის, არამედ, მისი თქმით, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება.
„ბოლო 19 წლის მანძილზე, როდესაც ის ასეთი ფორმით ჩამოყალიბდა, წარმოადგენდა ხელისუფლების რუპორს, მის ბერკეტს და სრულყოფილად არ ასრულებდა იმ ფუნქციას, რაც იდეაში დევს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციაში. სამწუხაროა, ამას კონსტიტუცია ვერ უშველის, ამას უშველის პოლიტიკური ნება“,-აღნიშნა გუგავამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ცალკე ჩანაწერის გაკეთება საჭირო არ არის, რადგან საქართველოში მედია ისედაც თავისუფალია.
„რამდენად მიზანშეწონილია, რომ გამოვყოთ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამართლებრივად და დოგმატურად, იურიდიული კუთხით თუ მივუდგებით - მე არ ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკური იყოს, იმიტომ რომ ისედაც დამოუკიდებელია ის, მედიის დამოუკიდებლობა განსაზღვრულია ისედაც“,-აღნიშნა კილაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


