პოლიტიკა
კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება არის აბსოლუტურად პრინციპული, ჩვენ ვაცხადებთ მარტივ რამეს - ვერავის ვერ უნდა გაუჩნდეს კორუფციული დანაშაულის ცდუნება - ირაკლი კობახიძე
როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ნარკოტიკული დანაშაულის, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ და ზუსტად ასევე - კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება არის აბსოლუტურად პრინციპული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუშეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აცხადებს მარტივ რამეს - ვერავის ვერ უნდა გაუჩნდეს კორუფციული დანაშაულის ცდუნება.
„ოპოზიცია ტრაგიკულად უყურებს ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მუდმივად აკეთებენ განცხადებებს, თითქოს, ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა. ამ დროს ფაქტი არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას - ამ წელიწადნახევრის განმავლობაში რა აქტებიც გამოიცა, ჩახედონ თითოეულ მათგანს და თუ სადმე რაიმე კითხვის ნიშანი ექნებათ, მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ. არავითარი კითხვებიც კიარ არსებობს, იმიტომ, რომ მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და სუფთად. პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა მთლიანად აღიკვეთა, აბსოლუტურად გამჭვირვალეა ნებისმიერი შესყიდვები. აქედან გამომდინარე, წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ არა მხოლოდ გამჭვირვალედ, არამედ ბოლომდე სუფთად ვიმუშაოთ.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს - როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ნარკოტიკული დანაშაულის, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ და ზუსტად ასევე კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება არის აბსოლუტურად პრინციპული. ეს ყველაფერი არის ფაქტები. ჩვენ ვაცხადებთ მარტივ რამეს - ვერავის ვერ უნდა გაუჩნდეს კორუფციული დანაშაულის ცდუნება. თუ ვინმე იქნება მსჯავრდებული კორუფციული დანაშაულისთვის, მას მოუწევს ათწლეულების განმავლობაში დეკლარაციის წარდგენა და შესაბამისად, ვერ ისარგებლებს მოპარული თანხებით. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ პრინციპულად ვებრძვით კორუფციის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი მიზნის თაობაზე , რომ მოვხვდეთ ევროპის სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და სწორედ ამას ემსახურება თითოეული ეს ნაბიჯი “, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


