სამართალი
კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები და მათი ადვოკატი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააჯარიმა
კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები და მათი ადვოკატი ზურაბ ბელთაძე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააჯარიმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, თითეულ მათგანს 300- 300 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გასული წლის 28 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მათი გამოუცხადებლობის გამო მიიღო. მოსამართლემ ადვოკატის განმარტება, რომ სასამართლო პროცესზე სხვა პროცესების გამო ვერ გამოცხადდა, არასაპატიოდ ჩათვალა. ადვოკატს ამის შესახებ სასამართლო წინასწარაც არ გაუფრთხილებია.
დღევანდელ პროცესზე ექვსი მოწმე დაიკითხა.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნებისას, 2016 წლის 22 მაისს, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაუპირისპირდნენ. შედეგად, ექვსი ადამიანი დაზიანდა, მათ შორის, ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტებსაც მიაყენეს.
კორცხელის საქმეში 6 ადამიანია ბრალდებული, რომელთაც სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


