საზოგადოება
კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისს უკავშირდება, ორი მარნეულს, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ სამი სამედიცინო პერსონალია - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისს უკავშირდება, ორი მარნეულს, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ სამი სამედიცინო პერსონალია.
ეზუგბაიას თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, სამივე ერთი კლინიკის წარმომადგენელია.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ დილის მონაცემებით იყო 810 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა რვა ახალი და გვყავს 818. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი იყო და ამჟამად არის 686. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე ინფიცირებულების 84 პროცენტია.
რვა ახალი შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი გახლავთ საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და სამი გახლავთ სამედიცინო პერსონალი.
ჩვენი ცენტრის სამედიცინო პერსონალი არ არის. ჩვენი ცენტრი 30 იანვრიდან ემსახურება როგორც შესაძლო, ისე დადასტურებულ შემთხვევებს და დღემდე არც ერთი სამედიცინო პერსონალის ინფიცირება არ გვქონია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


