პოლიტიკა
კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ. გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლნატიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და დანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. რის შემდეგაც, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
მიღებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ქ. ბათუმის ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“. ღონისძიებაზე შესრულდა ცეკვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტურიზმის სფეროში დასაქმებული 6 ქართული კომპანია, რომლებიც დაინტერესებულ პირებს მათი პროდუქციისა და საქართველოში ტურისტული მარშრუტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცია აწვდიდნენ.
მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა, დაესწრნენ დანიის პარლამენტისა და მთავრობის წევრები კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, დანიელი ჟურნალისტები, ბლოგერები და დანიაში მცხოვრები ქართველები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


