პოლიტიკა
კონსულტაციების გამართვა ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე დემოკრატიის აუცილებელ საფეხურად მიგვაჩნია - ანა დოლიძე
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, ე.წ. ფარული მოსმნების კანონზე საკონსულტაციო შეხვედრების გამართვა საპარლამენტო ფრაქციებთან იმისთვისაა საჭირო, რომ გათვალისწინებული იყოს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის აზრი ამ თემაზე.
„ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული კითხვები და მოსაზრებები მოსმენების კანონთან დაკავშირებით და მიგვაჩნია დემოკრატიის აუცილებელ ნაწილად, აუცილებელ საფეხურად კონსულტაციების გამართვა საქართველოს პარლამენტში წარმოადგენილ ფრაქციებთან, ვინაიდან და რადგან ისინი გამოხატავენ საზოგადოების მოსახლეობის ნაწილის აზრს. ჩვენ გვინდა, რომ მათ გავაცნოთ ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი კონკრეტული კითხვები, რას ვფიქრობთ, რას ვეჭვობთ ამ კანონის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით და მოვისმინოთ მათი პოზიციები“, - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


