პოლიტიკა
კონსულტაციები საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით დაწყებულია - ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიაში დღესაც გაგრძელდეს.
რაც შეეხება შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე განმარტებას პრემიერი გააკეთებს.
,,რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არის უპირველესად პრეზიდენტის პრეროგატივა და ის გააკეთებს კონკრეტულ კომენტარებს. ბუნებრივია, კონსულტაციები დაწყებულია ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული დღესაც გაგრძელდეს კონსულტაციები. ზოგადად კონსულტაციები რომ დაწყებულია, შემიძლია დაგიდასტუროთ’’, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


