პოლიტიკა
კონსულტაციები აუცილებლად შედგება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან - ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვართ ღია კონსულტაციებისთვის და ეს კონსულტაციები აუცილებლად შედგება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მზადყოფნას დიალოგისთვის.
„ჩვენ დავსხდებით მათთან ერთად, გავივლით თითოეულ საკითხს, რომელსაც ისინი აყენებენ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ცვლილელები იგეგმება, კობახიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული.
„ბუნებრივია, როცა ჩვენ კონსულტაციებზე ვსაუბრობთ, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შედგება საუბარი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო პაკეტში“, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ირაკლი კობახიძემ.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კერძოდ კი საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრის გამართვაა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არის დიალოგისა და კონსენსუსისთვის.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


