უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 იანვარი, 2017 17:20
font-size

კონსტიტუციის ცვლილებების პაკეტში შესატანად ,,გირჩმა’’ კანონპროექტი მოამზადა

საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პაკეტში შესატანად პოლიტიკურმა ცენტრმა ,,გირჩმა’’ კანონპროექტი მოამზადა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ,,გირჩის’’ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ცვლილებები გრძელვადიან გარანტიას იძლევა ეკონომიკური განვითარებისთვის.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიზანს ეკონომიკაში მთავრობის როლის შემცირება, ხალხისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება წარმოადგენს.

პოლიტიკური ცენტრი კანონპროექტს განსახილველად საკონსტიტუციო კომისიას დღეს გადაუგზავნის.

,,ჩვენ ვთავაზობთ შვიდ გზას, ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

ეროვნული ბანკი არსებული ფუნქციებით უქმდება და ხალხს ეძლევა შესაძლებლობა ეკონომიკური ურთიერთობებისას გამოიყენონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ვალუტა; ხელისუფლებას ეკრძალება იმაზე მეტი ფულის ხარჯვა ვიდრე გადასახადების გადამხდელები გადაიხდიან კონკრეტულ საბიუჯეტო წელს ანუ ე.წ. საბიუჯეტო დეფიციტი იკრძალება; აქციზის გადასახადი აღარ იქნება საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებს შორის გამონაკლისი და ისევე როგორც სხვა საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების ზრდის შემთხვევაში სავალდებულო გახდება რეფერენდუმის ჩატარება; სახელმწიფო ვალი არის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო. ამიტომ აიკრძალება სახელმწიფოს ვალის აღება, გარდა კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა საგანგებო და საომარი მდგომარეობის მოქმედების დროს; ქვეყანაში ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესრულება არ უნდა იზღუდებოდეს რომელიმე ერთი ვალუტით. მთავრობა უფლებამოსილია აირჩიოს ვალუტა, რომელშიც მიზანშეწონილად მიიჩნევს გადასახადის აკრეფას.

პროექტი ავალდებულებს მთავრობას ეტაპობრივად შეამციროს ხარჯები და საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. საჯარო სექტორის წნეხი მოსახლეობაზე შემცირდება 15%-დე 2025 წლის 1 იანვრისთვის, ხოლო სახელმწიფო ვალი დაიფარება 2032 წლის 1 იანვრისთვის. პროექტით მთავრობას დაევალება კანონით განსაზღვროს ხარჯების შემცირებისა და ვალის გადახდის გრაფიკი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი