პოლიტიკა
კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ჩანაწერის გაკეთების საკითხი პარლამენტში დისკუსიის საგანი გახდა
,,პატრიოტთა ალიანსის’’ წევრის, ადა მარშანიას განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრისას ცხარე კამათი გაიმართა, უნდა იყოს თუ არა პრეამბულაში ევროატლანტიკური მისწრაფება საქართველოს მხრიდან მკაფიოდ დაფიქსირებული.
ადა მარშანიას თქმით, ,,პატრიოტთა ალიანსი’’ მსგავსი ჩანაწერის წინააღმდეგია.
,,კომისიის ერთ-ერთმა წევრმა შესთავაზა, რომ პრეამბულაში აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ჩვენი ქვეყნის მისწრაფება და ნატო-ში შესვლის საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით ცხადია, ცხარე კამათი გაიმართა და ეს მიუღებელი ჩვენთვის მხოლოდ არ არის. საერთოდ არ არის ნორმალური არც პოლიტიკური და არც იურიდიული თვალსაზრისით, რომ ამდაგვარი ჩანაწერი გაჩნდეს ქვეყნის კონსტიტუციაში’’, - განაცხადა ადა მარშანიამ.
თავის მხრივ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ჩანაწერის გაკეთების საკითხი კამათის და დისკუსიის საგანია.
,,დღეს ნამდვილად დაფიქსირდა ის პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არის ძალიან ცხადი, მკაფიო და საუბარია იმაზე, რამდენად საჭიროა ამის კონსტიტუციაში ჩაწერა. თუმცა, გადაწყვეტილება არ მიღებულა ამ თემაზე. ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ვნახავთ, როგორია პრაქტიკა სხვა ქვეყნების და გავიაზრებთ იურიდიულად, პოლიტიკურად და გნებავთ მეცნიერულად დავუბრუნდებით ამ საკითხს. რაიმე გადაწყვეტილება ამ თემაზე დღეს მიღებული არ არის’’, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


