სამართალი
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი სამართალდაცველებს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნარკოტიკების ,,ჩადებაში” ადანაშაულებს
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი როლანდ ასაკიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, მოქალაქე გიორგი ადეიშვილისთვის სამართალდაცველებს ნარკოტიკების ,,ჩადებაში” ადანაშაულებს და გენისპექციის არაეფექტიან საქმიანობას უსვამს ხაზს.
როგორც რონალდ ასაკიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მარიხუანას ტარების ფაქტზე დიდ დიღომში ისან-სამგორის მეორე განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ადეიშვილი უკანონოდ გააჩერეს, დათვალიერებისას, მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი გააჩნდა, შემდეგ თბილისის ზღვაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს და მანქანა იქ გაჩხრიკეს.
ადვოკატის თქმით, როდესაც ვერაფერი იპოვნეს, შემდეგ ის გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და 10 გრამამდე მარიხუანა ზეწოლითა და იძულებით ჩაუდეს. როგორც ასაკიშვილი ამბობს, დაკავებულს უთხრეს, რომ ამ ნივთს ჩაუდებდნენ და დაიჭერდნენ, თუ ერთ კონკრეტულ ბინაში არ ავიდოდა და მათ მიერვე მიცემულ ნარკოტიკულ საშუალებას არ დატოვებდა იქ.
ადვოკატ როლანდ ასაკიშვილის განცხადებით, გიორგი ადეიშვილს არ მისცეს ადვოკატის ყოლის უფლება და გენერალურმა ინსპექციამ საქმე ეფექტიანად არ გამოიძია.
,,ამ უკანონობის შემდეგ დაზარალებულმა ფაქტის გამოსაძიებლად გენერალურ ინსპექციას მიმართა, თუმცა მათგან დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღია, არც არავინ გამოხმაურებია. გენერალური ინსპექცია არ ასრულებს მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს და მსგავსი ფაქტების გამოვლენა არ წარმოადგენს მათ პრიორიტეტს”, – განაცხადა როლანდ ასაკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გიორგი ადეიშვილი მალევე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პროკურორის დადგენილებით გაათავისუფლეს, ვინაიდან არ იყო დაკავების საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მარიხუანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


