პოლიტიკა
კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში ჩევნი მხრიდანაც იყო დაშვებული შეცდომები - ნუკრი ქანთარია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, კონსტიტუციის ახალი ტექსტი კარგია, თუმცა პროცესი გარკვეული შეცდომებით წარიმართა.
როგორც ქანთარიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეცდომები ოპონენტების და მმართველი გუნდის მიერაც იყო დაშვებული.
მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა თანხმდებოდა, რომ კონსტიტუცია შესაცვლელი იყო.
მისივე თქმით, უდაო ისიც არის, რომ გაცილებით უკეთესი ტექსტი იქნა შემუშავებული, მაგრამ კონსტიტუციის პროცესი წავიდა დიდი შეცდომებით.
„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ და მხოლოდ ოპონენტების მხრიდან იყო და ჩვენი მხრიდან არ იყო ეს შეცდომები. პირველი დიდი შეცდომა იყო პრეზიდენტის მხრიდან, პრეზიდენტმა პირველი განხეთქილების მარცვალი ჩააგდო, როცა აბსოლუტურად ლოგიკის გარეშე მოინდომა თანათავმჯდომარეობა. ისიც კი უნდოდა, რომ პრეზიდენტის სასახლეში ყოფილიყო ეს პროცესი. შემდეგ მან არ წარგზავნა თავის წარმომადგენლები კომისიაში, დაიწყო პარალელური პროცესი - „კონსტიტუცია ყველასია". ამ ყველაფერმა მგონი საკმაოდ დააზარალა პროცესი. ჩვენი მხრიდან იყო შეცდომა ის, რომ ვიდრე განხილვებზე გავიდოდა, ვიდრე პროექტი შემუშავდებოდა, ძირითად პრინციპულ საკითხებზე ჯერ გუნდში უნდა შევთანხმებულიყავით და მხოლოდ ამის შემდეგ წარგვედგინა საზოგადოებისთვის", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.
როგორც ქანთარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის შეთავაზება, რომ პროცესი თავიდან დაიწყოს, გამორიცხულია.
„უკან დაბრუნება, რასაც ჩვენ პრეზიდენტი გვთავაზობს, მე პირადად აბსოლუტურად გამორიცხულად მიმაჩნია. ეს ნიშნავს საკითხის ჟეჟვას. ყველა ვთანხმდებით, რომ კონსტიტუციის ტექსტი არის ძალიან კარგი, იდეალური არაფერია. მეორე მოსმენის დროს, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ ოპოზიციური პარტიები, ჩვენ ძალიან დაწვრილებით განვიხილეთ ყველა მუხლი და შევიდა ძალიან საინტერესო ცვლილებები“,-განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


