სამართალი
კონსტიტუციასთან დაკავშირებით ნებისმიერი დისკუსიის გაგრძელებისთვის მზად ვარ - თეა წულუკიანი
მმართველ გუნდში მზაობას გამოთქვამენ, რომ კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე დისკუსია შედგეს. - აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
ამასთან, მისივე თქმით, როდესაც ახალი კონსტიტუციის პროექტი ძალაში შევა, ქვეყანა მიიღებს თვისობრივად უფრო დემოკრატიულ და ხარისხიან კონსტიტუციას.
„მე პირადად ვიყავი წევრი საკონსტიტუციო კომისიის, რომელმაც მუშაობა დაასრულა. მაგრამ, დღესაც მზად ვარ ნებისმიერი დისკუსიის გაგრძელებისთვის. იმისთვის რომ ის ცვლილებები, რაც მომზადდა და უნდა შევიდეს ძალაში რამდენიმე თვეში, იყოს მაქსიმალური კომპრომისის შედეგი. აქვე დავძენ, რომ ჩვენ, როდესაც ამ ცვლილებებს ავამუშავებთ, გვექნება თვისობრივად უფრო დემოკრატიული და უფრო ხარისხიანი კონსტიტუცია“, - აღნიშნა მინისტრმა.
ანალოგიური მზაობა გამოთქვა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯოდმარე ეკა ბესელიამაც. მან აღნიშნა, რომ მაქსიმალურად მზად არის დიალოგისთვის პროცედურების გათვალისწინებით.
„ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ დიალოგისთვის, საუბრისთვის, კონსესუსისთვის. ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი შეთავაზება ჩვენგან, მაგრამ პროცედურების გათვალისწინებით. რა პროცედურაც არსებობს, იმ პროცედურის ფარგლებში უნდა ვისაუბროთ“,-აღნიშნა ბესელიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


