პოლიტიკა
კონსტიტუციაში უნდა იყოს ასახული სოციალური უფლებების ბაზისური დაცვის გარანტიები - EMC
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს აკრიტიკებს. კერძოდ, EMC-ში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის ახალ ვარიანტში არაა უზრუნველყოფილი ადამინთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა, რაც არ შეესაბამება სოციალური სახელმწიფოს პრინციპს.
EMC-ის განცხადების თანახმად, ახლანდელი კონსტიტუციის 39-ე მუხლის ზოგად დებულებებში გადანაცვლება მოქალაქეთა უფლებების დაცვის კუთხით ნეგატიურად იმოქმედებს. შეგახსენებთ, 39 მუხლის თანახმად, ადამიანს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა აქვს გარანტირებული, რაც პირდაპირ არაა მითითებული კონსტიტუციაში, მაგრამ იგულისხმება მისი პრინციპებიდან. EMC-ის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრმა მოსარჩელემ მიმართა სწორედ კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხისა და სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასაქმების ხელშეწყობის პრინციპის ზოგად დებულებებში გადატანასაც.
არასამთავრობო მოუწოდებს საკონსტიტუციო კომისიას, რომ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში იყოს უზრუნველყოფილი სოციალურ უფლებათა დაცვის ბაზისური გარანტიები, როგორიცაა შრომის ზედამხედველობის ორგანოს არსებობა, შრომითი უფლებების დაცვის გაძლიერება, საცხოვრებლის უფლება და ა.შ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


