პოლიტიკა
კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ორ ვარიანტს განვიხილავთ - ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდის თქმით, საკონსტიტუციო კომისიაზე განიხილავენ იმ ჩანაწერის გაუქმებას, რომელიც ავალდებულებს გადასახადების მიღების წინ რეფერენდუმის გამართვას.
გარდა ამისა საკონსტიტუციო კომისიაზე ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილებების შეტანის ორ წესს განიხილავენ. შემოღებული ინიციატივით, კონსტიტუციაში კანონის შესაცვლელად საჭირო იქნება ორი მოწვევის პარლამენტის მხარდაჭერა, სხვა შემთხვევაში კი, ცვლილებებს ისევ ძველი წესით პარლამენტის სამი-მეოთხედი მიიღებს.
„დღეს კონსტიტუციის მიხედვით, გადასახედების შემოღებისთვის საჭიროა, რეფერენდუმის გამართვა. შემოთავაზებული წინადადების მიხედვით, ეს ჩანაწერი უნდა გაუქმდეს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია კონსტიტუციის გადასინჯვა. ინიცირებული პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გადასინჯვისთვის ორი წესია შემოთავაზებული. ერთი წესით, ორი-მესამედით მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტი, თუმცა საჭირო იქნება საბოლოო პროექტის მისაღებად ახალი პარლამენტის მიერ რატიფიცირება და დადასტურება, ანუ ამ ცვლილებების კონსტიტუციაში შესატანად ორი მოწვევის პარლამენტი იქნება საჭირო. ხოლო მეორე გზაა, რომელიც შემოთავაზებული პროექტითაა დასახული, არის მოქმედი სამი-მეოთხედის სისტემით კონსტიტუციის გადასინჯვა და ამ შემთხვევაში საჭირო აღარ იქნება ახალი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დადასტურება“, - თქვა მენაბდემ სხდომის დაწყების წინ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


