პოლიტიკა
კონსტიტუციაში გავაჩინოთ ჩანაწერი, რომ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს ექნება განსაკუთრებული სტატუსი - ზაქარია ქუცნაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს.
როგორც ქუცნაშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის, ადმინსიტრაციულ-ტერიტორიული, მოწყობისა და თვითმმართველობის მოწყობის საკითხზე მომუშავე ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მედიას განუცხადა, ჩინეთიც კი იძულებული გახდა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის წასულიყო იმ გზაზე, რომ ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ სისტემას ეფუნქციონირა.
„კონსტიტუციაში გავაჩინოთ ჩანაწერი, რომ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს ექნება განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში. დიდი ჩინეთიც კი იძულებული გახდა მრავალი წლის შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიოანი გზით აღდგენისთვის, წასულიყო იმ გზაზე, რომ ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ სისტემას ეფუნქციონირა:ჰ ონკონგის სისტემას და ჩინეთის დანარჩენი სახელმწიფოს მოწყობას. ამიტომ, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ისეთი მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობა და ქვეყნის მთლიანობის აღდგენა, რომ ვფიქრობთ, ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯი, გავუგზავნოთ გზავნილი ჩვენს აფხაზს და ოს ძმებს და შევთავაზოთ განსაკუთრეული სტატუსი საქართველოს ერთიანი სახელწმიფოს შემადგენლობაში“,-აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


