პოლიტიკა
კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე არ გასხვისდება - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტში გაჩნდება ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე იქნება გასხვისებული.
„პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო გუნდს შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი. ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში“, - განაცხადა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ცვლილებით დაცული იქნება ეროვნული სტრატეგიული ინტერესები. კობახიძემ აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდს შეაქვს კანონპროექტი, რომელიც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის გასხვისების სათანადო შესყიდვას
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


