უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 სექტემბერი, 2017 14:55
font-size

კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტი არ არის, მაგრამ მისი მიღებით ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტი არ არის, მაგრამ მისი მიღებით ქვეყანაში კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ პროცესებსა და ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ მექანიზმებს, საფრთხე არ ემუქრება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ლაბაძის, განცხადებით სამწუხაროდ, ახალი კონსტიტუცია პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე თანხმობის დოკუმენტად ვერ შედგა, თუმცა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მოსახლეობის ჩართულობა და მწვავე დისკუსიები, უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც საჯარო ინტერესს ქმნიდნენ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მოუმზადებელი აღმოჩნდა საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლისათვის. სამწუხაროდ, არ მომხდარა კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან მიმართებით ალტერნატიული პროექტების განხილვა, ხოლო წინადადებები, რომლებიც კონსტიტუციის განხილვის პროცესში გამოვლინდა, არასაკმარისი და დაგვიანებული აღმოჩნდა. ამასთან, სამწუხაროდ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებს შორის, ვერ შედგა კონსესუსი, რაც დამახასიათებელია ყველა საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, ხოლო პროცესმა წარმოაჩინა, რომ პოლიტიკური სუბიექტები, შესაძლებელია, მზად არ ყოფილიყვნენ წარმომადგენლობითი დემოკრატიისთვის - საპარლამენტო რესპუბლიკისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ახალ კონსტიტუციას გააჩნია ღირსებები და ნაკლოვანებები, რომელზედაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსია, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ცვლილებები მოქმედი მმართელი პარტიის საპარლამენტო საქმიანობის დროსაც განხორციელდეს, ვინაიდან კვლავ ღიად რჩება პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან, საარჩევნო სისტემასთან და თავდაცვისუნარიანობის საკითხებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემატური ჩანაწერი. კერძოდ, ახალი კონსტიტუციით მკვეთრეად შესუსტებულია პრეზიდენტის უფლებამოისლება და ხშირ შემთხვევაში, კოლიზიაში მოდის მთავრობის მეთაურის უფლებამოსილებასთან. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, იგი არის უმაღლესი მთავარსარდალი 49–ე მუხლის 2) პუნქტის მიხედვით, მაგრამ 72–ე მუხლის თანახმად, შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება გააჩნია მხოლოდ პრემიერ–მინისტრს. შესაბამისად, ეს ორი ნორმა ერთმანეთთან სამართლებრივ კონფლიქტში მოდის.

გიორგი ლაბაძის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას კიდევ უფრო ასუსტებს უშიშროების საბჭოს გაუქმება, რაც ზოგადად სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობაზეც შეიძლება აისახოს. უშიშროების საბჭო წარმოადგენდა პოლიტიკური და საექსპერტო გადაწყვეტილებების ორგანოს, გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად კი, ასეთი ორგანოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს შექმნის იდეა, რომელიც რეალურად მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს იქმნება, კითხვებს აჩენს - რამდენად იქნება უზრუნველყოფილი და დაცული ამ ვითარებაში ქვეყნის და მოქალაქეების რეალური თავდაცვისუნარიანობა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ახალ კონსტიტუციაში კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება საარჩევნო სისტემის საკითხებიდან გამომდინარე ცალკეული რეგულაციების დადგენა. კერძოდ, საარჩევნო ბარიერისა და გაუნაწილებელი მანდატების საკითხი. ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევდა საარჩევნო ბარიერის 4%-მდე დაწევას, რათა უფრო მეტ პარტიას მისცემოდა საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის საშუალება და მიღწეული ყოფილიყო პარტიული და წარმომადგენლობითი პლურალიზმი. ამასთან, ორგანიზაციას აუცილებლად მიიჩნდა საპარლამენტო არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილება, რადგანაც გამარჯვებულ პარტიას არ შეხვედროდა შეუსაბამო და დაუმსახურებელი რაოდენობის მანდატები.

ამასთან, ახალ კონსტიტუციაში საყურადღებოდ რჩება კიდევ ერთი, მოცემულ ეტაპზე, მაღალი საჯარო ინტერესის საკითხი, რაც დაკავშირებულია ქართული მიწების შესაძლო გასხვისების საკითხთან. ამ მიმართულებით, კონსტიტუცია აღნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 უმრავლესობით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ ჩანაწერით, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის სამოქალაქო სტაბილურობა მნიშვნელოვნად დაცულია და ამიერიდან, მნიშვნელოვანია სწორი რეგულაციები დადგინდეს ორგანულ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით დარჩენილ საკანონმდებლო პროცესში, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან დოკუმენტზე ვეტოს გამოყენება, თვითმიზანი არ უნდა გახდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის რედაქციასთან დაკავშირებით, მოამზადოს და წარმოადგინოს მოტივირებული შენიშვნები, რაც თავის მხრივ პარლამენტში შექმნის კონსტიტუციის ხარვეზულ მხარეებზე პოლიტიკური და სამართლებრივი მსჯელობის საფუძვლებს და აღნიშნული დამატებითი არგუმენტი იქნება, თუ რა მნიშვნელობას იძენს ქვეყნისთვის უზენაესი კანონის ლეგიტიმაცია.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი