პოლიტიკა
„კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ პარლამენტის წინააღმდეგაა მიმართული.
„სამწუხაროდ წარიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საწინააღმდეგო კამპანია პრეზიდენტის მიერ. ეს უკვე გარდაიქმნა პარლამენტის საწინააღმდეგო კამპანიად, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“,- განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კობახიძის შეფასებით, კამპანია არაეფექტური იქნება, რადგან განხილვები მანამდე დაიწყო, სანამ კონსტიტუციის ახალ ვერსიას მიიღებდნენ.
„პირდაპირ გეტყვით, რომ განსაკუთრებულ შედეგებს ამ კამპანიიდან არ ველოდები, სხვადასხვა მიზეზის გამო - საყოველთაო სახალხო განხილვა ლოგიკურად შეიძლება დაიწყოს მას შემდეგ, რაც პროდუქტი იქნება მზად. წარმოიდგინეთ, რომ კამპანია დაიწყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ ცვლილებებიც არ იყო მომზადებული. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, რაზეც ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად საუბრობდნენ. თუ შენ მოსახლეობას არ ესაუბრები კონკრეტულ ცვლილებებზე, ბუნებრივია, ასეთ დროს საყოველთაო სახალხო განხილვას ვერ ექნება ეფექტი. მეორე და მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აწვდის არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ტყუილიც. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამწუხარო, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზოგადოების ინფორმირებაზე“,- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დეზინფორმაციის მაგალითად კობახიძემ დაასახელა პრეზიდენტის განცხადება, თითქოს პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა, მშვიდობიანობის პერიოდში ჯარების თავისი გადაწყვეტილებით გადაადგილების.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


