უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მარტი, 2017 11:30
font-size

კონსტიტუცია არცერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება და მით უმეტეს, არცერთი პიროვნების განცხადების ტონიდან გამომდინარე - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსიტუცია ერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება.

"კონსტიტუცია არცერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება და, მითუმეტეს, არცერთი პიროვნების განცხადების ტონიდან გამომდინარე. კონსტიტუცია იწერება საერთო თანხმობით. ამიტომ მქონდა პოზიცია, რომ მე, გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე ვყოფილიყავით კომისიის თანათავმჯდომარეები. მინდოდა, რომ პროცესი ყოფილიყო რაც შეიძლება გახსნილი. როდესაც გაჟღერდა კონსტიტუციის ფუნდამენტურ შეცვლაზე საკითხი, ასეთი ცვლილება აპრიორი გულისხმობს, რომ ამ ცვლილების მონაწილე ვართ ხალხი. იმიტომ რომ კონსტიტუცია არის ძირითადი თანხმობა როგორ ვიცხოვრებთ. ეს უნდა იყოს ხალხის დოკუმენტი," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "იმედის დროში."

მისი თქმით, კონსტიტუციის შეცვლის მოტივაციის თაობაზე, თუ რატომ უნდა შეიცვალოს და გადაიხედოს კონსტიტუცია, საზოგადოებას არცერთი არგუმენტი არ მოუსმენია.

ცნობისათვის: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიაზე განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებამდე პრეზიდენტი ისევ პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, 7 წლის შემდეგ კი - არაპირდაპირით. ამის პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისია არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვაზე, არამედ პრეზიდენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე მუშაობს.

ქვეყნის პირველი პირის ამ განცხადებას ირაკლი კობახიძემ არაკორექტული უწოდა და მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი