პოლიტიკა
კონსტიტუცია არ იწერება არც პრეზიდენტისთვის, არც პრემიერ-მინისტრისთვის, ის იწერება იმ მოდელზე დაყრდნობით, რომელსაც ქვეყანა ირჩევს - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის შესვენებისას განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფმა პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელა, ხოლო განხილვა ქვეყნის პირველი პირის არჩევის წესის შესახებ სხდომის მეორე ნაწილში იქნება.
„არც ერთი ჯგუფი ჯერჯერობით გადაწყვეტილებებს არ იღებს. მხოლოდ მოსაზრებების გამოთქმა ხდება. კომისიის ჯგუფის წევრებმა ჯერ მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლები განვიხილეთ, არჩევის წესთან დაკავშირებით განხილვები არ ყოფილა. კონსტიტუცია არ იწერება არც პრეზიდენტისთვის, არც პრემიერ-მინისტრისთვის სახელობითად, ის იწერება კონსტიტუციურ პრინციპებზე, იმ მოდელზე დაყრდნობით, რომელსაც ქვეყანა ირჩევს. თუ ვსაუბრობთ საპარლამენტო მოდელზე, გაბედულად უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც ხარვეზი არის, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს, ხარვეზი უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ის ემხრობა საპარლამენტო მოდელს.
„ჩვენ ვამბობთ მოდელზე მკაფიოდ, რომ ეს უნდა იყოს საპარლამენტო მოდელი , მაგრამ ეს პოზიცია, რომელიც გვაქვს, საბოლოოდ უნდა შეჯერდეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში და ის უნდა აისახოს კონკრეტული უფლებამოსილებებითა და კონკრეტული ნორმებით“, - განცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ახლა საპარლამენტო კომისიის თემატური ჯგუფის სხდომის მეორე ნაწილი მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების გამიჯვნა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


