სამართალი
კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას ითხოვს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმება მოითხოვა.
ეს ვადა წლის ბოლოს იწურება. კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, რადგან საქმე ქვეყნის პრეზიდენტს ეხება, უნდა შეიცვალოს კანონი, რაც საქმეზე 25-წლიანი გამოძიების ხანდაზმულობას მოხსნის. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს გამოიძიებს.
„რაც მეტი პოლიტიკოსი გააკეთებს ასეთ განცხადებას, მით უკეთესი. რამდენადაც ზვიად გამსახურდიას საქმე წარმოადგენს მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინტერესს.
ჩვენ მოვითხოვთ, შევიდეს ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ დანაშაული კაცობრიობის წინაშე, არამედ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული, როგორიც არის ქვეყნის უმაღლესი პირველი პირის მკვლელობა ასევე არ დაექვემდებაროს არანაირ ხანდაზმულობის ვადას“, -თქვა პირველი პრეზიდენტის ვაჟმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


