პოლიტიკა
კონსტანტინე გამსახურდია საავადმყოფოში გადაიყვანეს - ის თავის ძმასთან ერთად მე-11 დღეა, პროკურატურასთან შიმშილობს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ძმასთან, ცოტნე გამსახურდიასტან ერთად მთავარ პროკურატურასთან მე-11 დღეა შიმშილობს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.
პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.
ცნობისთვის, 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. სწორედ აღნიშნული ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით შიმშილობენ პროკურატურასთან ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები.
საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი თანახმაა და საკითხზე დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს. გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, საქმეს ზედამხედველი პროკურორი უნდა გაუძღვეს, რომელიც ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


