პოლიტიკა
კონსიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ მიწის გასხვისება იკრძალება ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე - ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციის 21-ე მუხლში შესატანი ცვლილების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობა- ნინო ბურჯანაძეს“ ლიდერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საჭიროა აღნიშნულ მუხლში ჩაიწეროს, რომ საქართველოში ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, მიწის გასხვისება იკრძალება.
„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ საქართველოში კატეგორიულად, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე აიკრძალოს მიწის გასხვისება. კონსტიტუციის 21-ე მუხლში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება: მიწა, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი, სტრატწეგიული, შეუცვლელი , გაუმრავლებელი და მილევადი რესურსი, საკუთარი შთამომავლობის გარანტირებული საკუთარი საკვები ბაზა, საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს“,-აღნიშნა ბურჯანაძემ.
კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის მიხედვით: საქართველოში საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


