პოლიტიკა
„კონსერვატორები“ საქართველოში ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებას მხარს არ დავუჭერთ - გიგა ბუკია
ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარის, გიგა ბუკიას განცხადებით, ფრაქცია მარიხუანას მოხმარებაზე კანონის გამკაცრებას მხარს დაუჭერს, თუმცა „კონსერვატორები” ლიბერალური მიდგომების მომხრე არ იქნებიან.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საკანონმდებლო ვაკუუმი დატოვა და ადამიანები ნებისმიერ ადგილას მარიხუანას მოიხმარენ, ამ ფონზე კი, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება.
ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ადეკვატურია და განწყობას ვეთანხმები, რომ ადამიანს უფლება არ უნდა ჰქონდეს, ნარკოტიკი მოიხმაროს. მით უმეტეს, იმ ადამიანებმა, რომელთაც პასუხისმგებლობა აქვთ სხვის სიცოცხლეზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სერიებმა ამ რეალობამდე მიგვიყვანა.
რაც შეეხება კანაფის პროდუქტების წარმოებას. მხარს არ დავუჭერთ იმას, რომ საქართველოში ნარკოტიკების პლანტაციები იყოს გაშენებული.
სამწუხაროდ, ეს რეალობა დადგა და ამას არ ვეთანხმებით. საქართველოში ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებას მხარს არ დავუჭერთ”, – განაცხადა ბუკიამ.
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შსს-მ წარადგინა, გუშინ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


