უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 იანვარი, 2026 11:41
font-size

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31 185 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ადა“ 31 185 ლარით დაჯარიმდა.

განსახილველ შემთხვევაში, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე სააგენტოს ოთხმა მომხმარებელმა მიმართა - სადავო ნივთებს სხვადასხვა სახის ტექნიკა და ავეჯი წარმოადგენდა.

საქმის მოკვლევის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრემ ვერ შეასრულა ნივთის ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ასევე ვერ უზრუნველყო მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებში მოყვანა. ამასთან, მოვაჭრემ უგულებელყო მომხმარებლის უფლება - დისტანციური ვაჭრობისას, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14-დღიან ვადაში ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.

მომხმარებლების განცხადებით, მოვაჭრეს არ განუხორციელებია არანაირი ქმედება მათი დარღვეული უფლების აღსადგენად.

შპს „ადას“ წინააღმდეგ საქმის შესწავლა თავდაპირველად პირობითი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოვაჭრეს დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკის შეცვლა და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, GCCA-მა მის მიმართ, კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქმის შესწავლა ხელახლა დაიწყო. შპს „ადამ“ არც განახლებული წარმოების ფარგლებში უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, რის შედეგადაც კომპანია 31 185 ლარით დაჯარიმდა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი