უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 დეკემბერი, 2025 11:24
font-size

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელმა ისარგებლა „კატარის ავიახაზებით“, რა დროსაც დაზიანდა მისი ჩემოდანი და მან აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა კომპანიას შესაბამისი რეაგირებისთვის, რაზეც „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალისგან უარი მიიღო.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მომხმარებელმა კომპანიას მიმართა დადგენილი წესების თანახმად, 7-დღიან ვადაში, ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, თუმცა კომპანიის უარი დაეფუძნა იმ მიზეზს, რომ განაცხადი შევსებული არ იყო აეროპორტის ტერიტორიაზე.

სააგენტოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელი დაეყრდნო მოვაჭრის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც – ბარგის დაზიანების შემთხვევაში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ბარგის მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. აღნიშნული პირობა წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულების არსებით კომპონენტს, რადგან იგი განსაზღვრავს მომხმარებლის უფლებას, მოითხოვოს მომსახურების შეუსრულებლობის/ნაკლოვანი შესრულების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება: ბარგის დაზიანების შეფასება და ზიანის ანაზღაურება.

გარდა ამისა, ვინაიდან GCCA-ი მსგავსი საქმეების განხილვისას ეყრდნობა საერთაშორისოდ მოქმედ წესებსა და კანონმდებლობას, ამ შემთხვევაში განსახილველ შემთხვევას ითვალისწინებს მონრეალის კონვენცია – „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“. კონვენციის თანახმად, დადგენილია გადამზიდველის პასუხისმგებლობა ბარგის განადგურების, დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში და განსაზღვრულია მომხმარებლის მიერ წერილობითი ფორმით მიმართვა კონკრეტული პასუხისმგებელი კომპანიის მიმართ, 7-დღიან ვადაში. საჩივრის განხილვის სხვა დამატებით ფორმალურ ბარიერებს კონვენცია არ ცნობს და ბათილად აცხადებს ნებისმიერ სახელშეკრულებო დათქმას, რომელიც მიზნად ისახავს მსგავს შემთხვევებში გადამზიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვას, ან შემცირებას.

ამასთან, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს. განსახილველ შემთხვევაში კი, სწორედ 7-დღიანი ვადის დაცვა წარმოადგენდა მომსახურების პირობების ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც მომხმარებლის მხრიდან დაცული იყო. შესაბამისად, ავიაკომპანიის უარი წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში მომხმარებლის დარღვეული უფლება აღადგინოს.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი