პოლიტიკა
კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოზე - კობახიძე გუშინდელ განცხადებას განმარტავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დააზუსტა, რას გულისხმობდა, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური უწოდა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი და ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ცდილობდნენ წერილების მეშვეობით სტრასბურგის სასამართლოზე გავლენის მოხდენას, რაც აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
„იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა და ეს პოლიტიკური გავლენა ჩვენ ვიხილეთ",- განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ცდილობდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში ვიზიტისას, გავლენა მოეხდინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, კობახიძემ უარყოფითად უპასუხა.
„საგარეო საქმეთა მინისტრს სტრასბურგის სასამრთლოსთვის წერილი არ მიუწერია, ის ჩავიდა სტრასბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში“, - განაცხადა კობახიძემ
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საკითხზე სტრასბურგის სასამართლო მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


