უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ნოემბერი, 2025 11:53
font-size

კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი

დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანს კითხვა, რა მოლოდინი აქვს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის გამოქვეყნებაც დღეისთვის იგეგმება.

„კონკრეტული ევრობიუროკრატები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს როცა აკეთებენ, მათ ფაქტები ვერ მოჰყავთ, მტკიცებულებები არ აქვთ და მხოლოდ აღქმებით საუბრობენ. დღემდე არ დამთავრებულა საუბარი იმაზე, 2024 წლის არჩევნები ლეგიტიმური იყო თუ – არა. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო ქართველი ხალხია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ანგარიში იყო პოზიტიური. ევრობიუროკრატებს ეს ანგარიში არ აწყობდათ, შესაბამისად, აღარ ითვალისწინებდნენ. კარგად გახსოვთ, რა კამპანიას ეწეოდნენ ევრობიუროკრატები ეუთო/ოდირის ჩარეცხვასთან დაკავშირებით, თითქოს, ეს არის კორუმპირებული, ჩვენ მიერ მოსყიდული ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამ რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე პოლიტპატიმრებს უწოდებენ იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებმაც დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, არ აღიარებენ არჩევნებს, პატივს არ სცემენ ჩვენს სუვერენიტეტს.

დიდი იმედი, მოლოდინი გვაქვს, რომ 2030 წელი როცა მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, იმ დროისთვის იქ ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. დარწმუნებული ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და საღი აზრი გაიმარჯვებს. რეალურად, დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რის გამოც ევროკავშირში მივისწრაფვით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი