პოლიტიკა
კონგრესის დოკუმენტი გამოხატავს ამერიკის განწყობას იმ ქვეყნების მიმართ, ვინც ცდილობს დაარღვიოს სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტი - იან კელი
საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის მიერ შეთანხმებული კანონპროექტი მიმართულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიონ.
ამერიკის ელჩის განცხადებით, ამ კანონპროექტზე კონსულტაციები იყო გამართული საქართველოს მთავრობასთანაც.
„ჯერ ეს არ არის კანონი. კენჭი უნდა ეყაროს და შემდეგ ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა, თუმცა ეს არის ძალიან მტკიცე და ნათელი გამოხატულება, თუ რა განწყობა არის ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, ჩაერიოს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში და დაარღვიოს ქვეყნის სუვერენიტეტი. განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებზეც საუბარია ამ კანონპროექტში, გამოირჩევიან, გამუდმებით აქვთ მცდელობა, დაარღვიონ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი და ზუსტად ეს არის ამის საპასუხო ქმედება.
ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვქონდა მჭიდრო კავშირი და განვიხილეთ ის საკითხები, რომ აღნიშნულმა არ დააზიანოს რაიმენაირად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინტერესები. პირიქით, ეს მიმართულია მათ დასაცავად“, - განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნულ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


