პოლიტიკა
კონგოში დაშავებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ირაკლი სესიაშვილი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კონგოში ვერმტფრენის ჩამოვარდნისას დაშავებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ადგილობრივ ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ჩვენ ყველასთან გვაქვს კავშირი. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას და გადარჩეს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ბოლო ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კონგოში ვერმტფრენის ჩამოვარდნის შედეგად ადგილობრივმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა ერთი საქართველოს მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა და მას მკურნალობას უტარებენ კონგოს ქალაქ გომაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგოში მყოფი ქარტველები ყოფილი სამხედროები არიან.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


