უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 თებერვალი, 2020 12:45
font-size

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან დისკუსიის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც „მედიანიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ორდღიანი კონფერენციის თემა ის საფეხურები იყო, რომელსაც პირი გაივლის კანონთან კონფლიქტის მომენტიდან პენიტენციური სისტემის დატოვებამდე. დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები და ექსპერტები თითოეულ ამ ეპიზოდს განიხილავდნენ და კონკრეტულ კაზუსებზე მსჯელობდნენ.

„დღევანდელი დღე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს დაეთმო. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების საკითხები; პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მექანიზმები, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები. მსჯელობა გაიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზეც.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, განრიდებისა და მედიაციის, აგრეთვე, სასამართლო ხელისუფლების, შს სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტები.

მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა კონფერენციის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტ „EU4JUSTICE“-ს ფინანსური მხარდამჭერით გაიმართა.“ - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი