სამართალი
კომუნისტების დროს ხელშეუხებელი ადამიანების სია არსებობდა, ასევე არის დღეს საქართველოში - რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრის, რონამ გოცირიძის განცხადებით, კომუნისტების დროს არსებობდა ხელშეუხებელი ადამიანების სია.
გოცორიძის თქმით, საქართველოში დღეს ანალოგიური ვითარებაა, როდესაც ყოფილი ჩინოვნიკები არაფორმალურ იმუნიტეტით სარგებლობენ.
ამის შესახებ გოცირიძემ მედიასთან, მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს.
„კომუნისტების დროს იყო ნომენკლატურის ცნება, ხელშეუხებელი ადამიანების სია იყო, რომლებსაც რაც არ უნდა ჩაედინათ, ვერავინ დასჯიდა. ასევე არის დღეს, საქართველოში არსებობს ოფიციალური ნომენკლატურა, პლუს ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებიც სრული არაფორმალური იმუნიტეტით სარგებლობს. მათ ყველაფერი შეუძლიათ - ადამიანების ცემა, ქურდობა; მათ შეუძლიათ დაუსჯელად იგრძნონ თავი. სასამართლომდეც კი ვერ მივა ეს საქმე. ხოლო სასამართლო როგორ განსჯის, ყველამ კარგად ვიცით. საქართველოში დღეს დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს.
ეს საქმე დამოუკიდებელი კომისიის მიერ არის შესასწავლი. თუმცა, ამ პარლამენტის შემთხვევაში, იმედი არ გვაქვს, რომ უმრავლესობა კომისიას შექმნის. პირიქით, უმრავლესობის ხელშეწყობით ხდება ხელის დაფარება იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ“, -განაცხადა გოცირიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


