უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 სექტემბერი, 2018 13:10
font-size

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის არაკონსტიტუციურ განმარტებებს ჩვენ არ დავემორჩილებით - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია არ დაემორჩილება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მოწოდებას, რომ ტელეკომპანიებმა მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა გადაამოწმონ.

„ძალიან დიდი ხანია, მარეგულირებელ კომისიას ამ თემაზე ვებრძვით. მან საბოლოო ჯამში, სამართლებრივად ეს ვერ დაასაბუთა და გადაწყვეტილება ვერ მიიღო ამ მიმართულებით. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს მარეგულირებელმა კომისიამ ამ თვალსაზრისით, ჩვენ დავიცავთ კანონსა და საქართველოს კონსტიტუციას და არა თვითგამოცხადებული ბრძენის, სინამდვილეში კი კორუმპირებული, არაფრისმცოდნე ბექაურის ხელში მყოფი კომისიის თვითშემოქმედებით მიღებულ სისულელეებს.

ჩვენ დავიცავთ კანონს და, თუ ჩავატარებთ კვლევას, ეს კვლევა იქნება კანონთან შესაბამისი და არცერთ კანონის ნორმას არ დავარღვევთ. არავითარი მესამე ან მეოთხე დონის, არც მეორე დონის კონტროლი ამას არ სჭირდება. კვლევაზე ყველა ნორმა კანონში მოცემულია და საჭიროება რომ იყოს, ესეც ეწერებოდა. ამიტომ კომისიის ამგვარ სულელურ, უკანონო, რაც მთავარია, ანტიკონსტიტუციურ განმარტებებს, რომელიც არღვევს პირადი ინფორმაციის შესახებ მარეგულირებელ ყველა ნორმას, ჩვენ არ დავემორჩილებით, არ დავექვემდებარებით. კომისიამ წეროს და იკითხოს საკუთარი თავისთვის და სამთავრობო არხებისთვის“, - განაცხადა გვარამიამ.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) მაუწყებლებს გუშინ მიმართა და მოუწოდა, გადაამოწმონ მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მედიასაშუალებებს საჯარიმო სანქციების შესახებ აფრთხილებს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი