უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 სექტემბერი, 2018 17:00
font-size

კომუნიკაციების კომისია მოითხოვს „სამართლიანმა არჩევნებმა“ არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაცია ანგარიშიდან ამოიღოს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედური ანგარიშში შეტანილი არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაციისა და შეფასებების ანგარიშიდან ამოღებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობასა და გადაწყვეტილებებზე აბსოლუტური ტყუილები წერია.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში აცხადებენ, ანგარიშში არასწორადაა მითითებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები. კომუნიკაციების კომისია მოითხოვს სამართლიანმა არჩევნებმა აღნიშნული ინფორმაცია ამოიღოს ანგარიშიდან.

,,პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორგანიზაციის ანგარიშშია შეტანილი, ეხება პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია არაკვალიფიციურ და არასწორ შეფასებას აკეთებს.

სიმართლეს არ შეესაბამება ორგანიზაციის განცხადება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ დაჯარიმდა იმის გამო, რომ მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში გადაიცა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ,,რუსთავი 2“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან არასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, ვინაიდან, კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, მისი მომსახურების შესყიდვა, ასევე, პოლიტიკური რეკლამის განთავსება სოციალური რეკლამის სახით.

მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება რომელზეც ორგანიზაცია მიუთითებს კომისიამ 2017 წლის 15 ივნისს მიიღო და არა საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისას, ორგანიზაციის ანგარიში კი 1 აგვისტოდან 8 სექტემბრის პერიოდს ასახავს, როგორც ამას თავად მიუთითებენ, შესაბამისად კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება რატომ ჩასვა ორგანიზაციამ საკუთარ ანგარიშში 15 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება არასწორად და დამახინჯებულად? რა მიზანს ემსახურებოდა ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული ქმედება? ეს კითხვა ღიაა და სამართლიანმა არჩევნებმა უნდა უპასუხოს.

ასევე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ორგანიზაციის მოსაზრება, რომ მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამის და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ვალდებულება მაუწყებლებს მხოლოდ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან აქვთ და რომ იგივე ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებლებზე იმ შემთხვევაში თუ ისინი პოლიტიკური ან/და წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება აღნიშნულ ვადაზე ადრე გადაწყვეტენ.

ყველამ იცის და განსაკუთრებით კარგად უნდა იყოს ეს ცნობილი იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც არჩევნების საკითხებზე მუშაობს, რომ მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს აღნიშნულის შესახებ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას, აღნიშნული სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ყველა სუბიექტი თანაბარ პირობებში იყოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე ეს ვალდებულები მაუწყებლებს წარმოეშვებათ პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისთანავე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი გამოიწვევს საარჩევნო სუბიექტებისთვის არათანაბარი და დისკრიმინაციული საარჩევნო პირობების შექმნას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი არჩევნების პრინციპებს.

მეორე ტყუილი, რომელიც მათ მიერ გავრცელებულ ანგარიშშია შეტანილი საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხება, სადაც ორგანიზაცია ასევე არაკვალიფიციურ შეფასებებს აკეთებს და კომისიისგან პირდაპირ მოითხოვს კანონის ინტერპრეტაციას, რაც დაუშვებელია.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ და მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. ამავე კანონით მაუწყებელს აქვს ძალიან მაღალი უფლებამოსილება მინიჭებული და მას კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შეუძლია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. როდესაც მაუწყებელს კანონით ასეთი მაღალი უფლებები აქვს მინიჭებული, დაუშვებელია მის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება. მაუწყებელი ვალდებულია მის მიერ დაკვეთილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობის და შედეგების ობიექტურობის გადამოწმება მოახდინოს. სხვა შემთხვევაში, რჩება რისკი, რომ მაუწყებელმა შესაძლოა მოახდინოს კვლევის შედეგებით მანიპულირება რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

ამას გარდა, გადაუმოწმებელი კვლევის გამოქვეყნების შემთხვევაში დღის წესრიგში დგება პოლიტიკური სპეკულაციის და პოლიტიკური კორუფციის რისკები, ასევე შესაძლოა მივიღოთ გარემოება, როდესაც მაუწყებელი რომელიმე არაკვალიფიციურ სუბიექტს მიანიჭებს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, მისცემს მას უფასო სარეკლამო დროს და დაუთმობს საეთერო დროს დებატებში, ეს დრო დააკლდება იმ პარტიებს, რომელსაც გასული არჩევნების დროს საქართველოს მთელმა მოსახლეობამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მიანიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, შესაბამისად, მივიღებთ გარემოებას, სადაც კანონის მთავარი მოთხოვა, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი და არადისკრიმინაციული საარჩევნო პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი - არ იქნება დაცული.

აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია არასამთავრობოების განცხადებები, რომ კვლევის გადამოწმება პერსონალური მონაცემების დარღვევას და თვითცენზურას ემსახურება. კომისია სამი წელია ყველა დაინტერესებულ მხარეს ხვდება და უხსნის, რომ თუ კვლევის გადამოწმების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში ამას არა კომისია, არამედ კვალიფიციური და გამოცდილი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია გააკეთებს, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკითაა მიღებული და ეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა იცის.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისია კატეგორიულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციამ შუალედური ანგარიშიდან არასწორი ინფორმაცია დაუყონებლივ ამოიღოს, სხვა შემთხვევაში თუ ის შეგნებულად ჩაწერს თავის ანგარიშში არასწორ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათზე დაყრდნობით არასწორ შეფასებებს გააკეთებს, ეს იქნება მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, კომისიის დისკრედიტაციის მცდელობა და სამომავლოდ მათ მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციების საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახვის მცდელობა, რაც სრულიად დაუშვებელია“, - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი