სამართალი
კომპანია `სვეტის` დირექტორი დაკავებულია
სამშენებლო კომპანია "სვეტის" დირექტორი, გივი ჯიბლაძე დაკავებულია.
ჯიბლაძის საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელ სახლში ფინანსური პოლიცია იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის უწყებაში გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მოხდება.
საქმე ეხება "სვეტის" კუთვნილი თანხების წარმომავლობას.
ჯიბლაძის სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ჯიბლაძის დაკავებას წინ უძღვოდა გაზეთ „ქრონიკა პლუსში“ გამოქვეყნებული საგაზეთო სტატია.
ჟურნალისტმა ელისო კილაძე გამოაქვეყნა გივი ჯიბლაძის ხელნაწერი, სადაც ის თავად წერდა, ვის და რა ოდენობის ქრთამს აძლევდა ხელისუფლებიდან ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ. ხელნაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ადრესატი და თანხის მიმღები იყო სუს-ის მოქმედი მაღალჩინოსანი, გრიგოლ ლილუაშვილი.
"გრიგოლ ლილუაშვილი, როდესაც იყო თბილისის ვიცე-მერი, მას ევალებოდა ნებართვების მოპოვება და „სვეტისთვის“ გარკვეული სასათბურე პირობების შექმნა და ამ სიტუაციაში ის იღებდა იმ წილს „სვეტიდან“, რაც იყო გაფორმებული სხვადასხვა პირზე. ჯიბლაძის განმარტებითვე, კალაძის მისვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. იყო თუ არა ეს კალაძისა და ლილუაშვილის დაპირისპირება, დიახ, იყო. კალაძესა და ლილუაშვილს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისის მერიაში ვიცე-მერი იყო ლილუაშვილი და გაგარძელდა მას შემდეგაც, რაც ის გადავიდა სუს-ის უფროსის მოადგილედ,“- განაცხადა კილაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


