საზოგადოება
კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიული მაღაზია
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს. მაღაზიათა ქსელში უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები, ორთოპედიულ ბალიშები, წელის კორსეტები და ქამრები 2012 წლიდან არის წარმოდგენილი.
აღნიშნული სამედიცინო საშუალებები ძირითადად, ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმირებისა და დაზიანებების მკურნალობის ან მათი პროფილაქტიკის დროს გამოიყენება.
კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიული მაღაზიები თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონში - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მდებარეობს.
რომელი ორთოპედიული პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ „ახალი ხედვის“ მაღაზიებში?
როგორც აღვნიშნეთ, ორთოპედიული მაღაზია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს მრავალფეროვან სამედიცინო საშუალებას სთავაზობს.
შეთავაზებულ პროდუქტებში ორთოპედიული ბალიში ძალიან მოთხოვნადია, რადგან ის სხეულის სწორ პოზიციონირებასა და წელის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნებას უწყობს ხელს და ძალიან კომფორტულია.
აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვისა და ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს.
გარდა ამისა, კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში წარმოდგენილია წელის კორსეტები და ქამრები. ეს სამედიცინო საშუალებები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვის შესამსუბუქებლად.
კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს სქოლიოზისა და კიფოზის საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებებს. ორთოპედიულ პროდუქტებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ფიქსატორები, რომლებიც ძირითადად სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ეს პროდუქტი სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს.
მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
-კოჭის ფიქსატორები - გამოიყენება კოჭის ართრიტის, ღრძობის, დაჭიმვის დროს და თაბაშირის მოხსნის შემდგომ პერიოდში.
-მხრის ფიქსატორები - იდეალურია მხრის ამოვარდნილობის ან მოტეხილობის შემთხვევაში, კუნთებისა და მყესების დაზიანების დროს და პოსტოპერაციული მკურნალობის პერიოდში.
-მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - ინიშნება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანების დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
პროდუქტის ხარისხი
ხარისხი, ნებისმიერი სახის პროდუქტის შეძენის დროს მნიშნვენლოვანია. თუმცა, როდესაც საქმე სამედიცინო ნივთებს ეხება, აქ მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. უხარიხო პროდუქტის გამოყენებამ შესაძლოა, არაერთი გართულება გამოიწვიოს. მაგალითად, მოსალოდნელია, რომ უხარისხო ფიქსატორის გამოყენება რეაბილიტაციის პერიოდის გახანგრძლივების ან ტრავმის გაუარესების მიზეზი გახდეს. ამიტომ, ამ შემთხვევაში გირჩევთ საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.
მაღაზია “ახალი ხედვა” თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს.
პროდუქციის დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „ახალი ხედვის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს მისამართზე: www.akhalikhedva.ge
NS
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


