უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 ივლისი, 2018 14:30
font-size

კომისიაზე ვხედავთ, თუ რამდენად არასწორად იყო წარმართული გამოძიება, თუ რამდენი ფაქტი იყო დაფარული გარკვეულწილად - სერგო რატიანი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, კომისიის მუშაობამ გამოავლინა, რომ მაღალჩინოსნების, პროკურატურისა და შსს-ის გამომძიებლებსა და პროკურორებს ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდათ.

„კომისიის მთელი მუშაობა აჩვენებს, რომ მაღალჩინოსნებს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებსა და პროკურორებს ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდათ და მათ მიმართ იკვეთება გარკვეული სახის პრობლემები", - განაცხადა რატიანმა, რომელიც გამოეხმაურა არასამთავრობოების მოთხოვნას, რომ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, მაღალჩინოსნების მიმართ საქმის ცალკე წარმოება უნდა დაიწყოს.

დეპუტატმა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრა.

„კომისიაზე ჩვენ ვხედავთ და საზოგადოებაც ხედავს, რომ თუ რამდენად არასწორად იყო წარმართული გამოძიება, თუ რამდენი ფაქტი იყო დაფარული გარკვეულწილად. ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ფაქტობრივად, ორივე რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გავეცით, გულისხმობდა იმას, რომ დანაშაული გარკვეულწილად იყო დაფარული. ერთ შემთხვევაში არ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მეორე შემთხვევაშიც არ იყო ბრალი წაყენებული და ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აქ იკვეთება სრულიად ცხადად მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა", - განაცხადა რატიანმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი